- ივნისი 08, 2026
როგორ მოქმედებს სიცილი ჩვენს ორგანიზმზე
- მარტი 21, 2025
- , პოლიტიკა
სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, მაგრამ ორგანიზმზე სიცილის დადებითი მოქმედება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება: სიცილი არის საუკეთესო ანტიდეპრესანტი: სულ რაღაც სამოც წამ სიცილს შეუძლია რელაქსაციის პროცედურების მთელი სეანსი შეცვალოს. სიცილი ხელს უწყობს წონის დაკლებას: 10-15 წუთი სიცილის დროს ორგანიზმი იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც 30 წუთში დაწვავს დარბაზში ვარჯიშისას. ამასთან, სიცილის დროს მოქმედებაში მოდის ერთდროულად 80 კუნთი. სიცილი იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს: დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იცინიან, იშვიათად ავადდებიან. სიცილი ნერვებს ამშვიდებს. სიცილი აახალგაზრდავებს კანს: ამ დროს სახის კუნთებში ტონუსი იმატებს, სისხლის მიწოდება უმჯობესდება, ხდება უჯრედების დამატებითი კვება, კანს ბუნებრივი ვარდისფერი შეფერილობა და სიმკვრივე ეძლევა. სიცილი კარგად მოქმედებს გულზე: ადამიანები, რომლებიც ხშირად იცინიან, 40%-ით ნაკლებად ავადდებიან გულ სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე „მოღუშულები“.