შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორ ყიდდნენ ნარკოტიკს სვეტიცხოვლის ეზოში და სხვა ლოკაციებზე _ შსს-მ კადრები გაავრცელა


როგორ ყიდდნენ ნარკოტიკს სვეტიცხოვლის ეზოში და სხვა ლოკაციებზე _ შსს-მ კადრები გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია