შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორ‌ ‌გაიზარდა‌ ‌ქართული‌ ‌მანდარინის‌ ‌ექსპორტი‌ ‌პანდემიისას‌


როგორ‌ ‌გაიზარდა‌ ‌ქართული‌ ‌მანდარინის‌ ‌ექსპორტი‌ ‌პანდემიისას‌

საქართველოდან‌ ‌ექსპორტირებულ‌ ‌პროდუქტების‌ ‌არც თუ‌ ‌ვრცელ‌ ‌სიაში,‌ ‌ერთ-ერთი‌ მანდარინია.‌ ‌ციტრუსი,‌ ‌რომელიც‌ ‌ქვეყანაში‌ ‌ორი‌ ‌საუკუნის‌ ‌წინ‌ ‌გამოჩნდა‌ ‌და‌ ‌რომელიც,‌ ძირითადად,‌ ‌ორ‌ ‌რეგიონში _‌ ‌გურიასა‌ ‌და‌ ‌აჭარაში‌ მოჰყავთ.‌ ‌ ირკვევა,‌ ‌რომ‌ ‌ბოლო‌ ‌ორი ‌წლის‌ ‌განმავლობაში,‌ ‌როდესაც‌ ‌ქვეყანა‌ ‌კოვიდპანდემიას‌ ‌და‌ ‌მისით‌ ‌გამოწვეულ‌ ეკონომიკურ‌ ‌კრიზისს‌ ‌ებრძვის,‌ ‌მანდარინის‌ ‌ექსპორტი‌ ‌იზრდება.‌ ‌ქართული‌ პროდუქტისთვის‌ ‌გაჩნდა‌ ‌ახალი‌ ‌ბაზრებიც.‌ ‌“გურია ნიუსმა”‌ ‌სცადა‌ ‌გაერკვია,‌ ‌რამ‌ გამოიწვია‌ ‌პანდემიის‌ ‌ფონზე‌ ‌მანდარინის‌ ‌ექსპორტის‌ ‌ზრდა‌ ‌და‌ ‌რა პრობლემებს‌ ‌აწყდებოდნენ‌ ‌ფერმერები,‌ ‌რომლებიც‌ ‌ასეთი‌ ‌მზარდი‌ ‌ტენდენციის‌ ‌მიუხედავად,‌ ‌შემცირებულ‌ ‌რესურსებზე‌ ‌საუბრობენ.‌ ‌ საქართველოში‌ ‌ორი‌ ‌სახეობის‌ ‌მანდარინი‌ ‌მოდის:‌ ‌უნშიუ‌ ‌და‌ ‌ოკიცუ.‌ ‌ამ‌ ‌ციტრუსის‌ ‌მოყვანა,‌ ‌მისი‌ ‌პლანტაციის‌ ‌გაშენება‌ ‌და‌ ‌მოვლა‌ ‌საკმაოდ‌ ‌რთული‌ ‌და‌ ‌ხანგრძლივი‌ ‌პროცესია.‌ ‌ოთხი-ხუთი‌ ‌წელი‌ ‌მაინცაა‌ ‌საჭირო,‌ ‌რომ‌ ‌მცენარემ‌ ‌ნაყოფი‌ ‌გამოიღოს.‌ ‌მანდარინის‌ ‌ხე‌ ‌სრულმოსავლიანი‌ ‌რვა-ცხრა‌ ‌წლის‌ ‌შემდეგ‌ ‌ხდება. ‌მოსავლის აღების დრო კი ნოემბრის ბოლო და ‌დეკემბერია.‌ ‌ მანდარინის‌ ‌პლანტაციას‌ ‌ხუთ‌ ‌წელიწადში‌ ‌ერთხელ‌ ‌ძლიერი‌ ‌გასხვლა‌ ‌სჭირდება;‌ ‌ციტრუსის‌ ‌ხარისხისთვის‌ ‌მნიშვნელოვანია‌ ‌სასუქის‌ ‌სწორად‌ ‌შერჩევაც.‌ ‌22‌ ‌წლის‌ ‌ფერმერი გიორგი‌ ‌კეჭაყმაძე‌ ‌გვიხსნის,‌ ‌რომ‌ ‌‌ბაზარზე‌ ‌ორგვარი‌ ‌მანდარინი‌ ‌არსებობს‌ ‌_‌ ‌ბიო,‌ ‌ანუ‌ ‌ევროპული‌ ‌სტანდარტის‌ ‌ციტრუსი‌ ‌და‌ ‌პროდუქტი,‌ ‌რომელიც‌ ‌დამატებითი‌ ‌შხამ-ქიმიკატების‌ ‌დახმარებითაა‌ ‌მოყვანილი.‌ ‌ “სოფელში‌ ‌ჩვენ‌ ‌ვიყენებთ‌ ‌ნატურალურ‌ ‌სასუქებს‌ ‌და,‌ ‌რა‌ ‌თქმა‌ ‌უნდა,‌ ‌ბევრად‌ ‌უფრო‌ ‌ხარისხიან‌ ‌პროდუქტს‌ ‌ვიღებთ”, _ ‌გვეუბნება‌ ‌‌გიორგი,‌ ‌რომელიც‌ ‌ოზურგეთის‌ ‌სოფელ‌ ‌ ნაღობილევში‌ ‌ოჯახურ‌ ‌ბიზნესს‌ ‌უძღვება.‌ ‌ მანდარინის‌ ‌ბაღები,‌ ‌30-35‌ ‌წლის‌ ‌წინ,‌ ‌გიორგის‌ ‌ბაბუას‌ ‌გაუშენებია.‌ ‌პლანტაცია‌ ‌რამდენჯერმე‌ ‌განაახლეს,‌ ‌თუმცა‌ ‌ახლაც‌ ‌განახლების‌ ‌პროცესშია.‌ ‌გიორგის‌ ‌აზრით,‌ ‌საქართველოში‌ ‌ფერმერებს‌ ‌არ‌ ‌აქვთ‌ ‌საკმარისი‌ ‌ცოდნა,‌ ‌რომ‌ ‌ხარისხიანი‌ ‌და‌ ‌უხვი‌ ‌მოსავალი‌ ‌მიიღონ;‌ ‌მათ‌ ‌მუდმივად‌ ‌სჭირდებათ‌ ‌ახალი‌ ‌ინფორმაციის‌ ‌მიღება‌ ‌და‌ ‌საჭირო უნარების‌ ‌შეძენა.‌ ‌ სხვა‌ ‌ფერმერების‌ ‌მსგავსად,‌ ‌პანდემიის‌ ‌დროს‌, ‌გიორგისაც‌ ‌გაუჭირდა‌ ‌პლანტაციის‌ ‌მოვლა,‌ ‌რადგან‌ ‌ხარჯები‌ ‌გაიზარდა,‌ ‌შეზღუდვების‌ ‌გამო‌ ‌კი‌ ‌გადაადგილების‌ ‌შესაძლებლობა‌ ‌და‌ ‌რესურსები‌ ‌შემცირდა.‌ ‌ გიორგი‌ ‌იხსენებს,‌ ‌რომ‌ ‌ჯერ‌ ‌კიდევ‌ ‌შარშან,‌ ‌ფერმერები‌ ‌შიშით‌ ‌ელოდნენ,‌ ‌გაიხსნებოდა‌ ‌თუ‌ ‌არა‌ ‌საზღვრები‌ ‌მანდარინის‌ ‌ექსპორტისთვის: _ ‌საბოლოოდ‌ ‌მოხდა‌ ‌რეალიზება.‌ ‌დიდად‌ ‌რთული‌ ‌სეზონი‌ ‌არ‌ ‌იყო.‌ ‌უფრო‌ ‌რთულიც‌ ‌გვახსოვს,‌ ‌ვიდრე‌ ‌2020‌ ‌წელი.‌ ‌რომ‌ ‌შევადარო‌ ‌პანდემიამდე‌ ‌პერიოდს,‌ ‌მაშინ‌ ‌მანდარინს‌ ‌გაცილებით‌ ‌დაბალი‌ ‌ფასი‌ ‌ჰქონდა.‌ ‌არ‌ ‌მინდა‌ პანდემიის‌ ‌დადებით‌ ‌მხარედ‌ ‌ჩავთვალო‌ ‌ეს‌ ‌ფაქტი,‌ ‌თუმცა,‌ ‌ასეა, _ ამბობს გიორგი. ‌ იმის‌ ‌გამო,‌ ‌რომ‌ ‌2019‌ ‌წელს‌ ‌მანდარინის‌ ‌პლანტაციის‌ ‌ნაწილი‌ ‌ფაროსანამ‌ ‌გაანადგურა,‌ ‌გიორგიმ‌, ‌ჯამში,‌ ‌დაახლოებით‌ ‌13‌ ‌ტონა‌ ‌მოსავალი‌ ‌აიღო.‌ ‌ფაროსანას‌ ‌წინააღმდეგ წამლობის‌ ‌შემდეგ,‌ ‌2020‌ წელს‌ ‌მოსავალმა‌ ‌15‌ ‌ტონამდე‌ ‌მოიმატა‌ ‌და‌ ‌ასევე‌, ‌გაიზარდა‌ ‌მანდარინის‌‌ ‌ფასიც _ 2019‌ ‌წელს‌ ‌მანდარინის‌ ‌ფასი‌ ‌მაქსიმალური‌ ‌0,70‌ ‌ლარი‌ ‌იყო,‌ ‌ხოლო‌ ‌2020‌ ‌წელს‌ ‌0,80‌ ‌ლარი‌ ‌გახდა. _ 2019‌ ‌წელს,‌ ‌ჩემი‌ ‌მანდარინი‌ ‌მხოლოდ‌ ‌ქართულ‌ ‌ბაზარზე‌ ‌გავიდა,‌ ‌ძირითადად,‌ ‌ადგილობრივმა‌ ‌ბიზნესმენებმა‌ ‌შეისყიდეს.‌ ‌2020‌ ‌წელს‌ ‌შევძელით‌ ‌ჩვენი‌ ‌მანდარინი‌ ‌კერძო‌ ‌სატვირთო‌ ‌მანქანით‌ ‌რუსეთში‌ ‌გაგვეტანა‌ ‌ექსპორტზე, _ გიორგი‌ ‌ფიქრობს,‌ ‌რომ‌ ‌ძალიან‌ ‌გაუმართლა,‌ ‌რადგან‌ ‌უხმოსავლიანი‌ ‌წელი‌ ‌დაემთხვა,‌ ‌ სხვაგვარად,‌ ‌პანდემიის‌ ‌ფონზე‌, ‌ამდენი ციტრუსის‌ ‌მოყვანას‌ ‌და‌ ‌გაყიდვას‌ ‌ნამდვილად‌ ‌ვერ‌ ‌შეძლებდა.‌ ‌ სტატისტიკის‌ ‌ეროვნული‌ ‌სამსახურის‌ ‌მონაცემებით,‌ ‌2019‌ ‌წელს‌ ‌ექსპორტზე‌ ‌თითქმის‌ ‌‌36‌ ‌ტონა‌ ‌მანდარინი‌ ‌გავიდა,‌ 2020‌ ‌წელს‌ ‌კი‌ ‌ექსპორტირებული‌ ‌მანდარინის‌ ‌რაოდენობა‌ ‌8‌ ‌ათასი‌ ‌ტონით‌ ‌გაიზარდა.‌ 2019‌ ‌წელს საქართველოდან‌ ‌‌35 625.95‌ ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ ‌18 419.55‌ ‌‌ათასი‌ აშშ დოლარი შეადგინა; 2020‌ ‌წელს კი ‌43 146‌‌ ‌ტონა მანდარინი გაიტანეს,‌ ‌ღირებულებით ‌‌21 618.05‌ ‌ათასი‌ ‌აშშ დოლარი.‌ ‌ 2020‌ ‌წელს‌ ‌მანდარინი‌ ‌გავიდა‌ ‌ისეთ‌ ‌ქვეყნებშიც,‌ ‌სადაც‌ ‌წინა‌ ‌წელს‌ ‌ქართული‌ ‌ციტრუსი‌ ‌არ‌ ‌შესულა‌:‌ ‌‌ჰონგ კონგში,‌ ‌ტაჯიკეთში,‌ ‌თურქმენეთსა‌ ‌და‌ ‌აშშ-ში,‌ ‌ჯამში‌ ‌330.25‌ ‌ტონა.‌ ‌ რამდენიმე‌ ‌ქვეყანაში‌ ‌კი,‌ ‌რომლებშიც‌ ‌წლების‌ ‌განმავლობაში‌ ‌ხორციელდებოდა‌ ‌ექსპორტი‌ ‌საქართველოდან,‌ ‌2020‌ ‌წელს,‌ ‌2019-თან‌ ‌შედარებით,‌ ‌მეტი‌ ‌მანდარინი‌ ‌გაიტანეს.‌ ‌ აჭარის‌ ‌სოფლის‌ ‌მეურნეობის‌ ‌სამინისტროს‌ ‌აგრარული‌ ‌განვითარების‌ ‌დეპარტამენტის‌ უფროსი‌ ‌ლევან‌ ‌ბოლქვაძე,‌ ‌მანდარინის‌ ‌ექსპორტის‌ ‌გაზრდას‌ ‌უხვმოსავლიანობას‌ ‌უკავშირებს.‌ ‌მისი‌ ‌თქმით,‌ საქართველოში‌ ‌მანდარინი‌ ‌განსაკუთრებით‌ ‌უხვ‌ ‌მოსავალს‌ ‌ოთხ-ხუთ‌ ‌წელიწადში‌ ‌ერთხელ‌ ‌იძლევა‌ ‌და‌ ‌პანდემიის‌ ‌წელს‌ ‌სწორედ‌ ‌ეს‌ ‌პერიოდი‌ ‌დაემთხვა.‌ ‌ ლევან‌ ‌ბოლქვაძე‌ ‌გვიხსნის,‌ ‌რომ‌ ‌სწორედ‌ ‌პანდემიის‌ ‌პერიოდში‌ ‌შემოვიდა‌ ‌საქართველოში‌ ‌რუსეთიდან‌ ‌და‌ ‌უკრაინიდან‌ ‌სპეციალური‌ ‌მანქანა-მაცივრები,‌ ‌რათა‌ ‌ფერმერებისგან‌ ‌მანდარინი‌ ‌ადგილზევე‌ ‌ეყიდათ:‌ ‌ ”2020‌ ‌წლის‌ ‌ზაფხულში‌ ‌კახეთიდან‌ ‌დიდი‌ ‌რაოდენობით‌ ‌კურკოვანი‌ ‌ხილის‌ ‌ექსპორტირება‌ ‌მოხდა.‌ ‌კახეთის‌ ისტორიაში‌ ‌ეს‌ ‌იყო‌ ‌კურკოვანი‌ ‌ხილის‌ ‌ყველაზე‌ ‌დიდი‌ ‌ექსპორტი.‌ ‌ექსპორტირებული‌ ‌ხილის‌ ‌რაოდენობამ‌ ‌ლამის‌ ‌ყურძნის‌ ‌რაოდენობას‌ ‌გადააჭარბა.‌ ‌90%-ის‌ ‌შემსყიდველი ‌რუსეთი‌ ‌იყო‌ .‌ ‌შემოდგომაზე‌ ‌უკვე‌ ‌გაგრძელდა‌ ‌ოქროს‌ ‌რთველი,‌ ‌ანუ‌ ‌ციტრუსის‌ ‌რთველი.‌ ‌იმის‌ ‌გამო,‌ ‌რომ‌ ‌‌რუსეთსა‌ ‌და‌ ‌უკრაინას‌ ‌უკვე‌ ‌ჰქონდათ‌ ‌ეს‌ ‌გამოცდილება‌ კახეთში,‌ ‌‌ერთდროულად,‌ ‌ძალიან‌ ‌ჩქარა‌ ‌მოახერხეს‌ ‌ჩვენი‌ ‌მანდარინის‌ ‌ათვისებაც.‌ ‌ძალიან‌ ‌მოკლე‌ ‌დროში‌ ‌ექსპორტზე‌ ‌გასატანი‌ ‌ციტრუსი‌ ‌აღარ‌ ‌დარჩა”‌ ‌. ლევან‌ ‌ბოლქვაძე‌ ‌გვეუბნება,‌ ‌რომ‌ ‌არასტანდარტული‌ ‌მანდარინი,‌ ‌რომელიც‌ ‌ექსპორტზე‌ ‌ვერ‌ ‌გავიდა,‌ ‌სუბსიდირების‌ ‌პროგრამის‌ ‌ფარგლებში,‌ ‌აჭარის‌ ‌სოფლის‌ ‌მეურნეობის‌ ‌სამინისტრომ‌ ‌ჩაიბარა‌ _‌ ‌ჯამში,‌ ‌15‌ ‌ათასი‌ ‌ტონა,‌ ‌საიდანაც‌ ‌8‌ ‌ათასამდე‌ ‌გურიიდან‌ ‌იყო.‌ ‌ _ კიდევ‌ ‌მოიმატებს‌ ‌მანდარინის‌ ‌მოსავალი,‌ ‌იმიტომ,‌ ‌რომ‌ ‌ახალგაშენებულმა‌ ‌ბაღებმა‌ დაიწყო‌ ‌უკვე‌ ‌პირველი‌ ‌მცირე‌ ‌მოსავლის‌ ‌მოცემა,‌ ‌რაც‌ ‌შემდეგ‌ ‌უფრო‌ ‌ზრდად‌ ‌ტენდენციას‌ მოგვცემს,‌ ‌_ ‌ასეთია‌ ‌ლევან‌ ‌ბოლქვაძის‌ ‌პროგნოზი.‌ ‌ აგრარული‌ ‌განვითარების‌ ‌დეპარტამენტის‌ ‌უფროსის‌ ‌მონაცემებით,‌ ‌‌ყოველწლიურად,‌ ‌დაახლოებით,‌ ‌20‌ ‌ათას‌ ‌ძირამდე‌ ‌ახალ‌ ‌ნერგი‌ ‌იყიდება,‌ ‌იზრდება‌ ‌მანდარინის‌ ‌პლანტაციით‌ ‌დაინტერესებულ‌ ‌ფერმერთა‌ ‌რაოდენობაც,‌ ‌რაც‌ ‌გვაფიქრებინებს,‌ ‌რომ‌ ‌ამ‌ ‌ციტრუსის‌ ‌მოსავალი‌ ‌და‌ ‌ექსპორტიც‌ ‌სამომავლოდ‌ ‌კიდევ‌ ‌უნდა‌ ‌გაიზარდოს.‌ ‌ სტატისტიკა‌ ‌აჩვენებს,‌ ‌რომ‌ ‌2021‌ ‌წელს,‌ ‌საქართველოდან‌ ‌ექსპორტირებული‌ ‌მანდარინის‌ ‌რაოდენობამ,‌ ‌წინა‌ ‌წლის‌ ‌იგივე‌ ‌პერიოდთან,‌ ‌იანვარ-ივლისთან‌ ‌შედარებით,‌ ‌უკვე‌ ‌თითქმის‌ ‌3‌ ‌ათასი‌ ‌ტონით‌ ‌მოიმატა.‌ ‌მანდარინის‌ ‌მიმღებ‌ ‌ქვეყნებს‌ ‌შორის,‌ ‌რაოდენობის‌ ‌მიხედვით,‌ ‌მოწინავე‌ ‌ადგილებზე‌ ‌კვლავ‌ ‌რუსეთი,‌ ‌სომხეთი‌ ‌და‌ ‌უკრაინაა.‌ ‌ ავტორი: ნათია ფაჩულია



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია