- ივნისი 08, 2026
როგორ დავწვათ კალორიები იოლად
- მაისი 03, 2025
- , პოლიტიკა
სადილის მომზადება: მინუს 100 კკალ როგორც გაირკვა, სადილის მომზადებისას, ორგანიზმს, დაახლოებით, 100 კკალ-ის დაწვა შეუძლია, თუ გაზქურასთან დგომისას, ან ბოსტნეულის დაჭრის დროს, სხეულის წონას, მონაცვლეობით, ერთი ფეხიდან მეორეზე გადაიტანთ და ფეხის მონაცვლეობასთან სინქრონში, შეეცდებთ მუცლის კუნთების შეკუმშვას და მოდუნებას. სამოსის რამდენჯერმე ჩაცმა – გახდა (შოპინგი): მინუს 100 კკალ თუ მაღაზიებში სიარული და სამოსის მიზომება გიყვართ, უნდა იცოდეთ, რომ 40-წუთიანი აქტიური შოპინგი, ზედმეტი 100 კკალ დაწვაში გეხმარებათ. ამის გაკეთება მხოლოდ სავაჭრო ცენტრში კი არა, სახლშიც თავისუფლად შეგიძლიათ. აბაზანის მიღება: მინუს 100 კკალ ერთი საათის მანძილზე, ცხელი (დაახლოებით, 40°С) აბაზანის მიღების შემთხვევაში, კიდევ 100 კკალ დაწვის შანსი გეძლევათ. ასე, რომ, აავსეთ წყალი, ჩაყარეთ ნებისმიერი არომატიზირებული მარილი და დატკბით პასიური გახდომით. სამი ფინჯანი მწვანე ჩაი: მინუს 100 კკალ დღეში 3-ჯერ მწვანე ჩაი – კიდევ 100 კკალორიას მოგაცილებთ. ასეთი ეფექტი იმით მიიღწევა, რომ მწვანე ჩაიში შემავალი ფერმენტები ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, ცხიმის დაშლას და ორგანიზმის მიერ სასარგებლო ნივთიერებების სწრაფად ათვისებას უწყობს ხელს. წიგნის, ჟურნალ-გაზეთების კითხვა: მინუს 100 კკალ ერთი საათის მანძილზე კითხვისას, ორგანიზმი 100 კკალ ენერგიას წვავს. გასახდომად, საკმარისი იქნება, საამისოდ დრო გამონახოთ და 1 სთ-ს მანძილზე, უწყვეტ რეჟიმში იკითხოთ.