შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორ ამინდს პროგნოზირებენ გურიაში


როგორ ამინდს პროგნოზირებენ გურიაში

გურიაში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. დღეიდან 19 სექტემბრამდე მოსალოდნელი ამინდის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავა ესაუბრა. „დღეს უმეტეს რაიონში წვიმა შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება დაახლოებით +23-25 გრადუსი. 13 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით კვლავ არამდგრადი ამინდია. 13- სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათლით დროგამოშვებით ღრუბლიანობა იქნება და ზოგან მცირე წვიმა. ღამის ტემპერატურა დაკლებულია და მოსალოდნელია მაქსიმალური ტემპერატურა +17-19 გრადუსი. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +24-26 გრადუსი დაფიქსირდება. 17 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, ტემპერატურა კვლავ დაიკლებს 1-2 გრადუსით. ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი 17 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 18 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე. 19 სექტემბერს ღამის საათებში შესაძლოა არ იწვიმოს, მაგრამ დღის საათებში გაწვიმდება“,_ ამბობს გვაზავა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია