შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორ ამინდს პროგნოზირებენ გურიაში


როგორ ამინდს პროგნოზირებენ გურიაში

გურიაში, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში იწვიმებს, კვირის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურამ 36 გრადუსამდე მოიმატოს. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „კვირის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ტემპერატურა ამ დღეების განმავლობაში ნარჩუნდება 29 გრადუსის ფარგლებში. შუა კვირიდან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მოსალოდნელია 36 გრადუსი დაფიქსირდეს. საღამოს საათებში მაინც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით“,_ გვითხრა გვაზავამ. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია