შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორ ამინდს პროგნოზირებენ გურიაში


როგორ ამინდს პროგნოზირებენ  გურიაში

გურიაში 31 აგვისტომდე უნალექო, ცხელი ამინდი ნარჩუნდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა,დოდო გვაზავამ განუცხადა. „31 აგვისტომდე უნალექო, ცხელი ამინდი ნარჩუნდება. 29-30 აგვისტოს დაბლობ რაიონებში შესაძლებელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +39 გრადუსი იყოს, მთიან რაიონებში კი 36 გრადუსამდე დაფიქსირდება. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ბახმაროში დღის ტემპერატურამ 29-20 აგვისტოს შესაძლებელია აიწიოს +27 გრადუსამდე შუა დღის საათებში. 31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. 2-4 სექტემბერს კი ინტენსიურად იწვიმებს. ღამის ტემპერატურა 1-ლიდან 4 სექტემბრის ჩათვით დაიკლებს. იქნება + 20-22 გრადუსი, დღისით 27-29 გრადუსი“,_ ამბობს გვაზავა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია