- ივნისი 08, 2026
როდის დაიწყება საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიური ავიარეისები?
- სექტემბერი 16, 2023
- , პოლიტიკა
ავიაკომპანია China Southern Airlines 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამჯერ დაფრინავს. China Southern Airlines საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.