- ივნისი 08, 2026
როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში
- სექტემბერი 29, 2023
- , პოლიტიკა
ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი 2 ოქტომბრიდან დაიწყება, თუმცა ახალაშენებულ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 კვირის დაგვიანებით დაიწყება ,_ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო- სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა, ნატა კობალავამ განუცხადა. "ორშაბათიდან ვიწყებთ განახლებულ სააღმზრდელო- საგანმანათლებლო პროცესს. გარდა ახალაშენებული ბაღებისა. 5 ბაღია, სადაც სააღმზრდელო პროცესი 9 ოქტომბერს დაიწყება. ეს ბაღებია სუფსა, ხიდმაღალა, ახალსოფელი, ხაჯალია, ნიგვიზანი",_ გვიპასუხა კობალავამ. კითხვაზე, წელს ყველა ბაღში წარიმართება სააღმზრდელო პროცესი თუ სადმე სარაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი, კობალავა ამბობს: _ რაც შეეხება ბაღების სარეაბილიტაციო პროცესს, ამ ეტაპზე რეაბილიტაციები ყველგან გაჩერებულია და არ არის დღის წესრიგში, რომ აღსაზრდელები სადმე იყვნენ გადასანაწილებლები. კობალავას თქმითვე, ლანჩხუთში სულ 900-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. [simple-author-box]