შაბათი, ივლისი 18, 2026

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში


როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში

ჩოხატაურში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალის“ ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. ამ დროისთვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი დასრულებული არ არის. რამდენი აღსაზრდელი დარეგისტრირდა ჩოხატაურში - ბარამიძე ამბობს, რომ ზუსტ ინფორმაციას რამდენიმე დღეში მოგვაწვდის. რაც შეეხება ჩვენს კითხვას ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ, ბარამიძეს თქმით, ზაფხულში 25 მასწავლებელი გადამზადდა. მათ აღმზრდელ-პედაგოგთა ტრენინგი გაიარეს. გარდა ამისა, სიახლე იქნება ახალი სახელმძღვანელოებიც, რომლებიც 2 ნაწილისგან შედგება და აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ. სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებში მისულ აღსაზრდელებს კი კარებში ისევ დახვდებათ სანიტარული უზრუნველყოფის სპეციალისტები. "იქნება კონტროლი და პირველ რიგში ყურადღება, დაკვირვება ბავშვების ჯანმრთელობაზე. ყველგან გვაქვს სადეზინფექციო ხსნარები, დისპენსერები",_ ამბობს ბარამიძე. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია