შაბათი, ივლისი 18, 2026

როდის დაიწყება ახალი სააღმზრდელო წელი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში


როდის დაიწყება ახალი სააღმზრდელო წელი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში

ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება,_ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ააიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. "ბაღები მოწესრიგებულია, მზად არის ბავშვების მისაღებად",_ გვითხრა ბარამიძემ. რაც შეეხება რეგისტრირებული ბავშვების ზუსტ რაოდენობას, ბარამიძე ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მონაცემის თქმას რამდენიმე დღეში შეძლებს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია