შაბათი, ივლისი 18, 2026

როდის აღდგება მოძრაობა სრულად არაგვის ხიდზე


როდის აღდგება მოძრაობა სრულად არაგვის ხიდზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, არაგვის ხიდზე მოძრაობა 23 მარტს აღდგება. "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისათვის, უკვე ჩასხმულია ბეტონი, რომლის საჭირო მდგრადობის მინიმალურ დროში მისაღწევად გამოყენებული იქნა შესაბამისი დანამატები. ბეტონის გაშრობისთანავე მოეწყობა ასფალტის საფარი და 23 მარტს, კვირას, ხიდზე სრულად აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამასთან, ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლობს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით. მდინარე არაგვის ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას. 2024 წელს მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და უახლოეს მომავალში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები",_ ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია