შაბათი, ივლისი 18, 2026

როდის აღდგება ელექტროენერგია ბახმაროსა და ზოტში


როდის აღდგება ელექტროენერგია ბახმაროსა და ზოტში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. " ნაბეღლავის უმეტესი ნაწილი ჩაირთო. ჩართულია სურებიც, მაგრამ ელექტროენერგიის გარეშეა ისევ დარჩენილი ბახმარო და ზოტი. ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება",_ განაცხადა "გურია ნიუსთან" ენერგო-პრო-ჯორჯიას პრესსამსახურში ბექა რომანაძემ. ინფორმაციისთვის, გურიაში მოსულმა უხვმა თოვლმა დენის გადამცემი სისტემა დააზიანა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია