შაბათი, ივლისი 18, 2026

როდიდან გაიხსნება დახურული ბაღები- ვითარება ჩოხატაურში


როდიდან გაიხსნება დახურული ბაღები- ვითარება ჩოხატაურში

ჩოხატაურის პირველ საბავშვო ბაღსა და მეორე ბაგა- ბაღში ინფიცირების დაფიქსირების გამო კარანტინია გამოცხადებული. ა(ა)იპ სსს ,,მომავალი“-ს ხელმძღვანელმა, ნინო ბარამიძემ "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ აღნიშნული ბაღები მუშაობას 1-ლი ნოემბრიდან გაანახლებენ. "ამ დროისთვის პანდემიის გამო დახურულია პირველი საბავშვო ბაღი და მეორე ბაგა- ბაღი. ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ისევ დახურულ ბაღში. აღნიშნულმა ბაღებმა უნდა გაანახლონ მუშაობა 1-ლი ნოემბრიდან. დანარჩენი 18 ბაღი მუშაობს ჩვეულებრივად. წერტილოვანი შეზღუდვები არსად არ არის",_ ამბობს ბარამიძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია