შაბათი, ივლისი 18, 2026

როდემდე იქროლებს ძლიერი ქარი – მოსალოდნელი ამინდი გურიაში


როდემდე იქროლებს ძლიერი ქარი – მოსალოდნელი ამინდი გურიაში

გურიაში ძლიერი ქარია. სტიქიამ პრობლემები როგორც ჩვენთვის ცნობილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე შექმნა. როდიდან ჩადგება ქარი და როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში _ ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელს, დოდო გვაზავას ვესაუბრეთ. "დღეს ქარი ნარჩუნდება ღამის საათების ჩათვლით. იწვიმებს, მთაში შესაძლოა თოვლ-ჭყაპი, ხოლო მაღალ მთაში მოთოვს და მოსალოდნელია ქარბუქი. ღამის საათებში ქარი შესუსტდება, ქარბუქიც ჩადგება. ხვალ 11 საათიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 6, 7 და 8 მარტს იქნება +3, +5 გრადუსამდე, ხოლო დღის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით 8 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით +18, +24 გრადუსი დაფიქსირდეს. შესაბამისად, ღამის ტემპერატურაც მოიმატებს 11, 12 მარტს.დროგამოშვებით გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, თუმცა, ასეთი ძლიერი არ იქნება",_ გვითხრა გვაზავამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია