შაბათი, ივლისი 18, 2026

რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში დაპირისპირება მოჰყვა


რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში დაპირისპირება მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მან საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით იაშვილის ახლობელმა, სანთებელა ისროლა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორს, დავით მეფარიძეს მოხვდა. მანდატურები მოქალაქეების დამშვიდებას ცდილობენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია