შაბათი, ივლისი 18, 2026

რით იმუქრება პუტინი უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში


რით იმუქრება პუტინი უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი დარტყმებს განახორციელებს იმ ობიექტებზე, რომლებზეც ჯერ არ მიუტანიათ იერიში. „თუ მათი მიწოდება კიდევ გაგრძელდება, აქედან გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და გამოვიყენებთ ჩვენს იარაღს, რომელიც საკმარისად გვაქვს იმ ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, რომლებზეც ჯერ იერიში არ მიგვაქვს“, – განაცხადა პუტინმა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან კიევისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება უკრაინული სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შევსებას უკავშირდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია