შაბათი, ივლისი 18, 2026

რისი სიმბოლოა ყვითელი ყვავილი


რისი სიმბოლოა ყვითელი ყვავილი

ამბობენ, რომ ყვითელი ყვავილები ორგულობის სიმბოლოა. ეს სტერეოტიპი, თავის არსებობას ძველ, არაბულ ლეგენდას უნდა უმადლოდეს. მხედართმთავარმა მუჰამედმა ომში წასვლის წინ, სახლში დარჩენილ ცოლს – აიშანს ერთგულება და მოთმინებით ლოდინი სთხოვა. მაგრამ, აიშანმა ქმარს უღალატა. მუჰამედს მოახსენეს საყვარელი ცოლის ღალატის შესახებ, მაგრამ მას ისე სწამდა აიშანის, რომ არ დაიჯერა. მაშინ ბრძენმა ურჩია: ცოლისთვის წითელი ვარდები ეჩუქებინა, თუ ისინი ფერს შეიცვლიდნენ და გაყვითლდებოდნან, მაშინ აიშანი ტყუოდა. მუჰამედი ასეც მოიქცა. აიშანმა ვარდები დიდ ლარნაკში ჩააწყო. დილით ვარდებმა ფერი შეიცვალა – გაყვითლდა. მას შემდეგ ყვითელი ვარდები ორგულობისა და განშორების სიმბოლოა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია