შაბათი, ივლისი 18, 2026

რის გამო გამოიწერა ჩოხატაურში 151 ვიდეოჯარიმა


რის გამო გამოიწერა ჩოხატაურში 151 ვიდეოჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გურიაში, 2024 წლის იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდში 32 335 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. გამოწერილი ვიდეოჯარიმებიდან ჩოხატაურში 151 ვიდეოჯარიმაა დაწერილი. სტატისტიკის თანახმად, 151-ვე ვიდეოჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების დარღვევის გამო გამოიწერა. დაჯარიმებულ პირებს შორის როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები არიან. სტატისტიკის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, 6 იურიდიული და 85 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით, 3 იურიდიული და 29 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. 118-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რას გულისხმობს, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, 14 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. 118-ე მუხლის მე-5 ნაწილით კი, რაც გულისხმობს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ბოლოს დადებული, ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 700 ლარის ოდენობით, 2 იურიდიული და 12 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია