შაბათი, ივლისი 18, 2026

რის აკრძალვას ითხოვენ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები


რის აკრძალვას ითხოვენ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ტრანსპორტის მინისტრებმა მოუწოდეს ევროკავშირს აკრძალოს ტვირთების ტრანსპორტირება რუსეთსა და ბელარუსში, ასევე ამ ქვეყნებიდან საქონლის ტრანსპორტირება. ამის შესახებ ინფორმაციას kyivpost ავრცელებს. ლიტვის ტრანსპორტის მინისტრის მარიუს სკუოდისის განცხადებით, მიმართვა ასევე ითვალისწინებს, რომ აიკრძალოს რუსული და ბელორუსული გემების შესვლა ევროკავშირის პორტებში. „დღეს ხელი მოვაწერე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ტრანსპორტის სამი მინისტრის ერთობლივ მიმართვას ევროკავშირის ხელისუფლებისა და სხვა კოლეგებისადმი, რომლებიც მოითხოვენ პან-ევროპული საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას რუსეთსა და ბელარუსიაში, ხოლო მათი გემების შემოსვლას ევროკავშირის პორტებში “,- წერს სკუოდისი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მოქმედება ახლაა საჭირო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია