შაბათი, ივლისი 18, 2026

რენე ზელვეგერი სოციალური ქსელების წინააღმდეგია


რენე ზელვეგერი სოციალური ქსელების წინააღმდეგია

მსახიობი რენე ზელვეგერი არცერთ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არ არის და თვლის, რომ მისი თაობა ბოლოა, რომელსაც პირადი სივრცის გამოცდილება აქვს. „Wmagazine“-ის ინფორმაციით, მსახიობი „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“ დარეგისტრირებას არც აპირებს. ზელვეგერმა აღნიშნა, რომ ის ინფორმაციის საჯაროდ გაზიარების მომხრე არ არის. „ამაზე ბევრს ვფიქრობ, როგორ გავიზარდე და როგორ გამზარდეს. ჩემი მშობლები ძალიან ჩაკეტილი ადამიანები არიან და ჩვენ არ ვსაუბრობთ ოჯახის საქმეებზე საჯაროდ. ამ დროს მე თავს არაკომფორტულად ვგრძნობ“, _ განაცხადა მსახიობმა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია