- ივნისი 08, 2026
რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტები აფთიაქებში
- აპრილი 12, 2022
- , პოლიტიკა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტი 27 აფთიაქში გამოავლინა. სამართალდარღვევა თბილისში, როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა. საუბარია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომლის რეცეპტიც 1-ლი მარტიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეგზავნა სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ 1-ლი მარტიდან, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტი, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.