შაბათი, ივლისი 18, 2026

რძის ნაწარმი გაძვირდა: „ოზურგეთში  ყველი 15 ლარი ღირს“


რძის ნაწარმი გაძვირდა: „ოზურგეთში  ყველი 15 ლარი ღირს“

დღეს, დილიდან, ოზურგეთში, ერთი კილოგამ ყველს 15 ლარად ყიდიან. _დიდი-დიდი, 50 თეთრი დავაკლო. 14, 50 ლარს თუ გადამიხდით, აგიწონით, - ასე ამბობდა თითქმის ყველა გამყიდველი. მართალია, ყველის გაძვირება, მაისიდან მკვეთრად დაიწყო, თუმცა თუ ერთი კილოგრამი ყველი 15 ლარი გახდებოდა, აქ ამას არ ელოდნენ. _რძეც გაძვირდა და მაწონიც. ბევრი დამსვენებელია ჩამოსული. ასევე, პირუტყვი, უმეტესად მთაში ჰყავთ გადარეკილი. საოჯახო ბიზნესი რასაც ახერხებს, ესაა. რიგით მოქალაქეებს მოაქვთ ბაზარში ყველი. ზოგი იქვე ჰყიდის. ზოგიც აბარებს...ესაა რეალობა, - გვეუბნებიან ოზურგეთის ბაზარში. ასევე გაძვირებულია რძის სხვა სახის ნაწარმიც. ერთი კილოგრამი ნადუღი 6 ლარი ღირს, ერთი ლიტრი რძე 2,50 ლარი. ნახევარი ლიტრი მაწონი 1,80 ლარი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია