შაბათი, ივლისი 18, 2026

რატომ წავიდა ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის პოსტიდან ნატო მენაღარიშვილი


რატომ წავიდა ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის პოსტიდან ნატო მენაღარიშვილი

როგორც "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. უკვე ყოფილი დირექტორი, ნატო მენაღარიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. "პრობლემები მაქვს ჯანმრთელობის მხრივ. ამიტომ გადავწყვიტე დამეტოვებინა თანამდებობა და მუშაობა ჩემი სპეციალობით გამეგრძელებინა",_ ამბობს მენაღარიშვილი, რომელიც ლანჩხუთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ეპიდემიოლოგის პოზიციაზე რჩება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია