შაბათი, ივლისი 18, 2026

რატომ შეწყვიტა შიმშილობა მზია ამაღლობელმა


რატომ შეწყვიტა შიმშილობა მზია ამაღლობელმა

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. „ბათუმში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმებს დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს _ თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც, შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, - წერია მზია ამაღლობელის წერილში, რომელიც კლინიკასთან ეთერ თურაძემ და ნესტან ცეცხლაძემ წაიკითხეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია