შაბათი, ივლისი 18, 2026

„რატომ ითიშება შუქი კარგ ამინდში“


„რატომ ითიშება შუქი კარგ ამინდში“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში წუხელ გვიან, ღამით შუქი გამოირთო და ამ დრომდე არ არის. „არც ქარია, არც წვიმა. სიცხე ხომ არ აწუხებს მავთულებს? გვიფუჭდება საჭმელი",_ გაბრაზებული გვირეკავენ ადგილობრივები. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ შუქის გამორთვა დაზიანებას უკავშირდება. _დიახ, წუხელ გამოირთო. რაღაც დაზიანება უნდა იყოს. გასულია ბრიგდა და მალე გაკეთდება", - გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიას “ ოზურგეთის ოფისში. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია