- ივნისი 08, 2026
რატომ ჩაინგრა ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა
- სექტემბერი 11, 2023
- , პოლიტიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის ჩავარდნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. "შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტარნსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება",_ ნათქვამია ინფორმაციაში.