- ივნისი 08, 2026
რატომ არ მიეწოდება სოფელ ოზურგეთს ელექტროენერგია
- დეკემბერი 01, 2021
- , პოლიტიკა
ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა მერის წარმომადგენელს ბადრი თავდუმაძეს. თავდუმაძის თქმით, ავარიული დაზიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეჩერებულია. - მოხდა ავარიული დაზიანება. ჯგუფი უკვე გასულია პრობლემის აღმოსაფხვრელად, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის ზუსტ დროზე ვერაფერს გეტყვით,_ ამბობს თავდუმაძე. აღსანიშნავია, რომ დღეს, მთელი დღის განმავლობაში ოზურგეთში ძლიერად წვიმდა. ავტორი: გუგა ლომაძე