შაბათი, ივლისი 18, 2026

რაში სდებს ბრალს ერდოღანი შვედეთს და ფინეთს


რაში სდებს ბრალს ერდოღანი შვედეთს და ფინეთს

თურქეთი ეწინააღმდეგება ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის წევრობას. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას. ჩვენ ვუთხარით ჩვენს მოკავშირეებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში წევრობას „არას“ ვეტყვით“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის ხელისუფლება შვედეთს და ფინეთს „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და სირიელი ქურთების მხარდაჭერაში სდებს ბრალს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. „ნატო არის უსაფრთხოების ალიანსი და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ იქ იყვნენ ტერორისტები“, – აღნიშნა ერდოღანმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია