შაბათი, ივლისი 18, 2026

რას უწყობს ხელს ხელების ჰიგიენა


რას უწყობს ხელს ხელების ჰიგიენა

15 ოქტომბერი - ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღის მიზანია ხელების დაბანის ‬მნიშვნელობის ‬შესახებ ‬ცნობიერების ამაღლება ‬და, აგრეთვე, ‬ხელების ‬დაბანის, ‬როგორც ‬დაავადებათა პრევენციის მარტივი, ‬ეფექტური ‬და ხელმისაწვდომი საშუალების შესახებ ყურადღების გამახვილება. ხელების ჰიგიენა ხელს უწყობს: დიარეული დაავადებების შემთხვევების 23-40%-ით, ხოლო რესპირაციული შემთხვევების 16-21%-ით შემცირებას. გახსოვდეთ, ხელების დაბანა მიკრობებისაგან თავის დაცვის ყველაზე მარტივი საშუალებაა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია