შაბათი, ივლისი 18, 2026

რას უყრიან კენჭს ჩოხატაურში


რას უყრიან კენჭს ჩოხატაურში

მიუსაფარი ძაღლები, სავარჯიშო გამაჯანსაღებელი ცენტრები, სპორტული მოედნები, შიდა გზები, სანიაღვრე სისტემა, პარკები, სკვერები, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები, მუნიციპალური ტრანსპორტი, დასუფთავებისა და არასაკმარისი ურნების რაოდენობა სოფლებში, წყალმომარაგება და სასმელი წყალი_ ეს ის 7 ძირითადი პრობლემაა, რაც გურიის სამოქალაქო ცენტრის ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს აწუხებს და რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანის გამოკვეთას ამ წუთებში, ჩოხატაურის ცენტრში კენჭისყრით ცდილობენ. დღეს მოქალაქეებს, სურვილის ქონის შემთხვევაში, შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ძირითადი პრობლემა და შესაბამისი დასახელების მქონე ყუთის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი. "გვქონდა ფოკუსჯგუფები ჩოხატაურის მოსახლეობასთან. მონაწილეობას იღებდა ურბანული მოსახლეობა, ქალაქის და სოფლების მცხოვრებლები, ახალგაზრდები. გამოვკვეთეთ 7 ძირითადი პრობლემა, რაც აწუხებს დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს. ახლა ვეკითხებით მოქალაქეებს, კენჭს ვუყრით რომელია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჩამოთვლილთაგან და ამის შემდეგ დავიწყებთ საინიციატივო ჯგუფებთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებასთან ადვოკატირების კამპანიას",_ ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციიდან ნინო ურუშაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას. ინფორმაციისთვის, პროექტის "საინიციატივო ჯგუფები მოქალაქეთა პრობლემების ადვოკატირებისთვის" მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება, სამოქალაქო ჯგუფების ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა და 2021 წლის არჩევნებზე გაცემული საარჩევნო დაპირებების შესრულების მონიტორინგი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია