შაბათი, ივლისი 18, 2026

რას პროგნოზირებენ გურიაში- უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი


რას პროგნოზირებენ გურიაში- უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი

გურიაში 2 დღეა რაც უნალექო ამინდია. გაგრძელდება თუ არა უნალექო ამინდი, რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები_ ამის გარკვევა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსთან, დოდო გვაზავასთან ვცადეთ. „დღეს ტემპერატურა დაახლოებით 8-10 გრადუსი იქნება დაბლობ რაიონებში, მთიან რაიონებშიც მოიმატებს 7-9 გრადუსამდე. მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი იქნება. ამ საღამოდან არამდგრადი ამინდი კვლავ შენარჩუნდება. მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი ტემპერატურა არ არის მოსალოდნელი დაბლობში. ნალექიანი დღეები 25 თებერვლის-ის ჩათვლით გაგრძელდება. 23- 24 თებერვალს ზოგიერთ რაიონში, 25 თებერვალს კი უმეტესად წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი. დროგამოშვებით გაძლიერდება ცვალებადი მიმართულების ქარი. ღამით ტემპერატურა დაბლობ რაიონებში გვექნება +2, +4 გრადუსი, მთიან რაიონებში -3. -4 და მაღალ მთაში -8, - 10 გრადუსი. დღის ტემპერარტურა მოიმატებს 9 გრადუსამდე, მთაში +5 და მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი იქნება. 26 თებერვალს შედარებით კარგი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 26-27 თებერვალს შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა დაფიქსირდეს. დაბლობში -2. 0 გრადუსი. შესაბამისად მოიმატებს ყინვები მთიან და მაღალ მთიან რაიონებში. 26-27 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა მოიმატებს დაბლობში 14 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 8-10 გრადუსია მოსალოდნელი და მაღალ მთავში -5, 0 გრადუსის მოსალოდნელი დღის მაქსიმალური ტემპერატურა. 28 თებერვლიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი“,_ გვითხრა დოდო გვაზავამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია