- ივნისი 08, 2026
რას იძიებს საგამოძიებო დეპარტამენტი საავტორო უფლებათა ასოციაციაში
- თებერვალი 02, 2024
- , პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. "საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი). საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ",_ აცხადებს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური.