შაბათი, ივლისი 18, 2026

რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა


რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა

რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა? „ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტის და გადაუდებელი დახმარების ტრანსპორტის პრიორიტეტიზაციას გზაჯვარედინებზე; ე.წ. ჭკვიან შუქნიშნებს, რომელიც ქალაქში არსებული ერთიანი ინფორმაციის მეშვეობით, დაადგენს პრიორიტეტულ მწვანე დერეფნებს და შეამცირებს დაყოვნების დროებს; ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა აგრეთვე მოიცავს რეალურ დროში საგზაო ინციდენტების აღმოჩენას; დინამიური ტაბლოების მონტაჟს ქალაქის მასშტაბით; რეალურ დროში ქალაქში მიმდინარე პროცესების კიდევ უფრო ეფექტურ მართვას. რაც შეეხება საავტობუსო დერეფნების განვითარებას, ის მოიცავს ისეთ კომპონენტებს როგორიცაა: მწვანე დერეფნების შექმნა, სადაც აქცენტია გაკეთებული ინკლუზიურ გარემოზე, კეთილმოწყობა, ველობილიკების და საავტობუსო ხაზების განვითარება. ასე მოიცავს, საავტობუსო დერეფნების განვითარებას, სადაც აქცენტი გაკეთდება სწრაფ და უსაფრთხო მგზავრთა გადაყვანაზე”, - აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში. ინტერპრესნიუსი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია