შაბათი, ივლისი 18, 2026

რას ამბობენ საპატრიარქოში მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ


რას ამბობენ საპატრიარქოში მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ

საქართველოს საპატრიარქო მეუფე სტეფანეს შესახებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. „მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ. ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას“, - წერია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია