შაბათი, ივლისი 18, 2026

რას ამბობენ “სვანურში” გურიაში გაყიდულ დაობილ არაჟანთან დაკავშირებით


რას ამბობენ “სვანურში” გურიაში გაყიდულ დაობილ არაჟანთან დაკავშირებით

როგორც უკვ ვწერდით, ოზურგეთში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა "სვანურის" არაჟანი შეიძინა, რომელიც დაობილი აღმოჩნდა. "გურია ნიუსს" დღეს კომპანია "სვანურში" უთხრეს, რომ ადგილი შენახვის პირობების დარღვევას აქვს. "პირველ რიგში, მეტი ინფორმაცია დაგვჭირდება პროდუქტის დამზადების თარიღის შესახებ, რათა მოკვლევადობა გამარტივდეს. Რაც შეეხება აღნიშნულ პრობლემას, ადგილი აქვს შენახვის პირობების დარღვევას, რადგან მოგეხსენებათ, რძის პროდუქტები საკმაოდ ფაქიზია ტემპერატურული ცვლილებების მიმართ",_ გვითხრეს კომპანია "სვანურში", რის შემდეგაც ჩვენ მათ მივაწოდეთ პროდუქტის დამზადების თარიღის შესახებ ინფორმაცია და გვითხრეს, რომ წარმოების დეპარტამენტს გადასცემენ. ამავე თემაზე: “ოზურგეთში ვიყიდე, შიგ ასეთი ამბავი დამხვდა”



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია