შაბათი, ივლისი 18, 2026

რას აღნიშნავს “ქართული ოცნება” არჩევნებამდე 1 დღით ადრე ჩოხატაურში


რას აღნიშნავს “ქართული ოცნება” არჩევნებამდე 1 დღით ადრე ჩოხატაურში

თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 დღე რჩება. ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურში ავტომობილები სიგნალით და საქართველოსა და „ქართული ოცნების“ დროშებით გადაადგილდებოდნენ. რას აღნიშნავს "ქართული ოცნება" არჩევნებამდე 1 დღით ადრე ჩოხატაურში, _ ამის გარკვევა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბექა გამდლიშვილთან ვცადეთ. „არ ვიცი. ვერ გაგცემთ პასუხს. არ ვარ ამ შემთხვევაში კომპეტენტური“,_ გვითხრა გამდლიშვილმა. ჩვენ ინფორმაციის მიღება თავმჯდომარის მოადგილისგან, ქეთევან სიხარულიძესგანაც ვცადეთ. როგორც აღმოჩნდა, საქმის კურსში არც ის იყო. „არ ვიცი, სოფელში ვარ“,_ გვითხრა სიხარულიძემ. როგორც "ქართული ოცნების" ორგანიზაციაში გვითხრეს, ამ მსვლელობით "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა ასრულებს საარჩევნო კამპანიას. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია