- ივნისი 08, 2026
რას აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცოფის ვაქცინის შესახებ
- ივლისი 20, 2025
- , პოლიტიკა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას. დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, მოგვმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში",_ აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.