- ივნისი 08, 2026
რამდენით გაიაფდა საწვავი გასამართ სადგურებზე
- იანვარი 19, 2024
- , პოლიტიკა
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შემცირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე გასული ერთი კვირის პერიოდში სხვადასხვა ტიპის საწვავი 4-დან 10 თეთრამდე გაიაფდა. საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში: Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ღირებულება 16 იანვარს შემცირდა და დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ: ნანო სუპერი - ₾3.69, შემცირება - 6 თეთრი; ნანო პრემიუმი - ₾3.27, შემცირება - 5 თეთრი; ნანო ევრო რეგულარი - ₾3.13, შემცირება - 4 თეთრი; ევრო 5 დიზელი - ₾3.35, შემცირება - 5 თეთრი; ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.43, შემცირება - 4 თეთრი; LPG – ₾2.10 CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60 Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავი 13 და 18 იანვარს 5-5 თეთრით გაიაფდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ კვირაში „ვისოლის“ მომხმარებელს საწვავის ჩასხმა 10 თეთრით გაუიაფდათ. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი: ეკო სუპერი - ₾3.65; ეკო პრემიუმი - ₾3.22; ეკო დიზელი - ₾3.40; ევრო დიზელი - ₾3.35; ევრო რეგულარი - ₾3.09; დიზელ ენერჯი - ₾3.30; ვისოლ გაზი - ₾1.64; Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 10 იანვრის შემდეგ 17 იანვარს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 4-დან 10 თეთრამდე გაიაფდა. შედეგად საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია: G-Force სუპერი - ₾3.65, შემცირდა - 4 თეთრით; G-Force პრემიუმი - ₾3.19, შემცირდა - 8 თეთრით; G-Force ევრო რეგულარი - ₾3.09, შემცირდა - 10 თეთრით; ევრო-რეგულარი - ₾2.99, შემცირდა - 10 თეთრი; G-Force ევრო დიზელი - ₾3.39, შემცირდა - 6 თეთრი; ევრო დიზელი - ₾3.29, შემცირდა - 6 თეთრი; გაზი - ₾1.69; უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Rompetrol-ს ქსელში 10 იანვრის შემდეგ სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 3-4 თეთრითაა შემცირებული და დღეისთვის ასეთია: Efix სუპერი - ₾3.74, შემცირება - 4 თეთრი; Efix ევრო პრემიუმი - ₾3.32, შემცირება - 3 თეთრი; ევრო რეგულარი - ₾3.15, შემცირება - 3 თეთრი; Efix ევრო დიზელი - ₾3.52, შემცირება - 4 თეთრი; ევრო დიზელი - ₾3.42 ლარი, შემცირება - 4 თეთრი; ფასები 5 თეთრით შემცირებულია ასევე Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ: Super Ecto - ₾3.67, შემცირება - 5 თეთრი; Premium Avangard - ₾3.20, შემცირება - 5 თეთრი; Euro Regular - ₾3.03, შემცირება - 5 თეთრი; Euro Diesel - ₾3.35, შემცირება - 5 თეთრი; Portal-ის გასამართ სადგურებში 10 იანვრის შემდეგ 5 თეთრით მხოლოდ დიზელის საწვავი გაიაფდა: Premium - ₾2.99; Euro Regular - ₾.2.89; Euro Diesel - ₾3.54; Effect Diesel - ₾3.45; Diesel - ₾2.99, შემცირდა - 5 თეთრით. წყარო: bm.ge