- ივნისი 08, 2026
რამდენი გაცდენის შემთხვევაში გაირიცხება ბავშვი საბავშვო ბაღიდან
- ოქტომბერი 19, 2022
- , პოლიტიკა
საბავშვო ბაგა-ბაღებში, ისევე, როგორც სკოლებში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა და გაცდენის თემა კვლავ გააქტიურდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობთ, გაცდენებთან დაკავშირებით კვლავ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის მიხედვით იმოქმედებენ. აღნიშნული წესის მიხედვით, თუ აღსაზრდელი ზედიზედ 10 სამუშაო დღეს, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღეს არ გამოცხადდება საბავშვო ბაღში და მშობელი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცდენის მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენს, სკოლამდელი დაწესებულებიდან გაირიცხება. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია: აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა; ოჯახის წევრის გარდაცვალება; სტიქიური უბედურება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი.