შაბათი, ივლისი 18, 2026

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა გურიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს (ახალი სტატისტიკა)


რამდენი ადამიანი ემსხვერპლა გურიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს (ახალი სტატისტიკა)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის პირველ კვარტალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, გურიაში 23 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 99-ჯერ დაირღვა. სტატისტიკის მიხედვით, 99-იდან 88 შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვკითხულობთ, 125-ე მუხლის მე-10 ნაწილი გულისხმობს ამ მუხლის მე-6, 6​2 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებს, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, - ოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია