შაბათი, ივლისი 18, 2026

რამდენ ადამიანს ჩამოაკლდა მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები გურიაში


რამდენ ადამიანს ჩამოაკლდა მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები გურიაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში, გურიაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები 2179 პირს ჩამოაკლდა. სულ კი საქართველოში 74875 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 6 პირს მინიჭებული ქულები სრულად ამოეწურა. ინფორმაციისთვის, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა. წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ქულების რაოდენობას შემცირებას იწვევს. თუ ქულები ამოგეწურათ, მართვის უფლება 1 წლით შეგიჩერდებათ. ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს და არ ვრცელდება ვიდეოფირზე, ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია