- ივნისი 08, 2026
რა ხდება ჩოხატაურის ცენტრში
- მარტი 17, 2025
- , პოლიტიკა
ამ წუთებში, ჩოხატაურის ცენტრში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა იმყოფება. გაშლილია კარავიც. სახანძრო-სამაშველო მანქანის და კატერის გამოჩენამ მოქალაქეებში გააჩინა აზრი, რომ ამინდის გაუარესებასთან არსებული გაფრთხილების ფონზე, ტექნიკის მობილიზება წინასწარ ხდება. თუმცა, როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში უთხრეს, ჩოხატაურში სამაშველო სამსახური თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას გადის და ამასთან დაკავშირებით გამოფენილია ტექნიკაც.