შაბათი, ივლისი 18, 2026

რა ვითარებაა სასაზღვრო პუნქტ “დარიალზე” _ შსს განცხადებას ავრცელებს


რა ვითარებაა სასაზღვრო პუნქტ “დარიალზე” _ შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალზე" მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. "მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ "დარიალზე" არსებული მდგომარეობის შესახებ. 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის,"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია