- ივნისი 08, 2026
რა უნდა შემოვიდეს წესად თავშეყრებზე
- ივლისი 30, 2021
- , პოლიტიკა
უნდა შემოვიდეს წესად, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი, არ მივიდეს თუ არ არის აცრილი და ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა, ზრდის ტემპი შემცირებულია. გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შესაკავებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.