შაბათი, ივლისი 18, 2026

რა თანხით დააჯარიმდებიან მოქალაქეები კარანტინის წესის დარღვევისთვის


რა თანხით დააჯარიმდებიან მოქალაქეები კარანტინის წესის დარღვევისთვის

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა და დაარეგისტრირა. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 177​15 მუხლი: „მუხლი 177​15. კარანტინის წესის დარღვევა კარანტინის წესის დარღვევა - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ „მუხლი. 1321. კარანტინის წესის დარღვევა კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, - ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”. პროექტი განიხილება დაჩქარებული წესით.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია