შაბათი, ივლისი 18, 2026

რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით


რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით

დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქართველმა ამ გამარჯვებით 500 000 დოლარი გამოიმუშავა, დამატებით 50 000-ს კი ბონუსის სახით ივენთის საუკეთესო ბრძოლისთვის მიიღებს. შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია