- ივნისი 08, 2026
რა შეზღუდვები შევიდა დღეიდან ძალაში
- აგვისტო 14, 2021
- , პოლიტიკა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 4 სექტემბრამდე: იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.