შაბათი, ივლისი 18, 2026

რა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღის მილოცვისას


რა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღის მილოცვისას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების მე-80 წლისთავი მიულოცა დსთ-ს ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი), ისრაელის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეთაურებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს. კრემლის გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ და მოლდოველ ხალხს მოუწოდა მეგობრობისა და ურთიერთდახმარების მემკვიდრეობით მიღებული ტრადიციების შენარჩუნებისკენ და მეგობარ ერებს შორის განხეთქილების თავიდან აცილებისკენ. „ჩვენი წმინდა მოვალეობაა, გავუფრთხილდეთ გამარჯვებული თაობის მემკვიდრეობას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკომპრომისოდ ვიყოთ ჩვენს მცდელობებში, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების, ნაცისტებისა და მათი თანამშრომლების მიერ ჩადენილი სისასტიკის რეაბილიტაციის ან დაფარვის ნებისმიერი მცდელობა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია