- ივნისი 08, 2026
რა მდგომარეობა იქნება სააღდგომოდ გზებზე – ბოლო ინფორმაცია
- აპრილი 13, 2023
- , პოლიტიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთზე 7 საათიდან მსუბუქ ავტომობილებსაც შეეძლებათ გადაადგილება. „სააღდგომოდ გზებზე რა მდგომარეობა იქნება ახლა არავინ იცის, მაგრამ ამ მომენტისათვის ყველაფერი არის გახსნილი, რიკოთზეც ავტომობილებისათვის 7 საათიდან დაშვებულია მოძრაობა“,- ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. კერძოდ, დღეიდან ყოველდღე დილის 7-დან საღამოს 7-საათამდე უღელტეხილზე მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისათვის. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დასაშვები იქნება საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროის ამ მონაკვეთში აკრძალული იქნება. საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე კი, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ჯერ უცნობია როდემდე გაგრძელდება გადაადგილების საათობრივი შეზღუდვა, რადგან კვლევები სხვა მეწყრულ ზონებზე, ამ დრომდე გრძელდება.